ხალხმრავლობა ნაძვის ხესთან და დარღვეული რეგულაციები

02 იანვარი 2021, 20:30 2019 ნახვა

ხალხმრავლობა იყო დღეს ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან, სადაც მოქალაქეების უმრავლესობას პირბადე არ ეკეთა და არც სოციალურ დისტანციას იცავდა.  ნაწილმა კი სამედიცინო ნიღაბი მას შემდეგ გაიკეთა, რაც ვკითხეთ  თუ რატომ არ იცავენ რეგულაციებს.

ბულვარის ტერიტორიაზე არც ის სამართალდამცავები  იმყოფებოდნენ, რომლებსაც  ზედამხედველობა ევალებათ. კორონავირუსის  წინააღმდეგ დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის  ქვეყანაში დღეში ასობით ადამიანი ჯარიმდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში