მომსახურების სააგენტო და იუსტიციის სახლები მუშაობას 4 იანვრიდან განაახლებს

02 იანვარი 2021, 20:18 1090 ნახვა

2, 3 და 7 იანვარს მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრები არ იმუშავებს.  4 იანვრიდან კი – ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სატრანსპორტო საშუალების განბაჟება, რეექსპორტი,  ექსპორტი,  ავტომობილის რეგისტრაციის პროცედურები. 18 იანვრიდან კი მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება განახლდება.

მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებთან დაკავშირებით, განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით.  ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს მომსახურების ცენტრებში მზა დოკუმენტი გაიცემა. კვლავ შეჩერებული იქნება: ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები, რაც შეეხება იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივი ცენტრების მუშაობას, 4 იანვრიდან განაახლებენ მუშაობას და მოქალაქეებს კვლავ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 18:00 საათამდე მოემსახურებიან.

ფილიალები მხოლოდ შობის დღესასწაულზე - 7 იანვარს დაისვენებენ. 4 -დან 15 იანვრამდე პერიოდში, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მოემსახურებიან იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სერვისის მიღება დისტანციურად, პორტალ MY.GOV.GE-ზე არ შეუძლიათ ან ესაჭიროებათ ისეთი მომსახურება, რომელიც დისტანციურად არ გაიცემა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში