შევაჩეროთ მოპარვა - ვაშინგტონში დიდი საპროტესტო მსვლელობა 6 იანვარს დაიწყება

02 იანვარი 2021, 20:01 551 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომხრეების მასშტაბურ შეკრებას აანონსებს. როგორც იგი „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, შეკრება 6 იანვარს იგეგმება.„დიდი საპროტესტო მსვლელობა ვაშინგტონში 6 იანვარს, დილის 11 საათზე დაიწყება. ადგილის შესახებ სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შევაჩეროთ მოპარვა“, - წერს მოქმედი პრეზიდენტი, იგი 3 ნოემბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს კიდევ ერთ პოსტში ტრამპი აღნიშნავს, რომ 6 იანვარს დაგეგმილ აქციაზე არჩევნების გაყალბების შესახებ დიდი რაოდენობით მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი და აღნიშნავს, რომ მან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში