მკვლელობა ე.წ. ოცნების ქალაქში

04 იანვარი 2021, 15:30 1243 ნახვა

დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც  გამოძიების ინფორმაციით, ,,ე.წ ოცნების“  ქალაქში მეზობელი, 44 წლის კაცი მოკლა, კიდევ ერთი კი დაჭრა.     სავარაუდო დამნაშავე  განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

ინციდენტი გვიან ღამით მოხდა.  გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაპირისპირებას წინ  ერთი კვირის წინ მომხდარი კონფლიქტი უძღოდა.  მოკლული გიორგი ბოლქვაძის ოჯახის წევრები გვიყვებიან, რომ  ღამით საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაესხნენ გარდაცვლილს, გაუსწორდნენ ფიზიკურად და ქვებით დაუზიანეს საცხოვრებელი სახლი.

მოგვიანებით კონფლიქტი ქუჩაში გაგრძელდა. გიორგი ბოლქვაძე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიღებული.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში