ბრიტანეთში „ასტრა-ზენეკას“ ვაქცინით პირველი პაციენტი აცრეს

04 იანვარი 2021, 15:05 1845 ნახვა

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფარმაცევტული კომპანია ასტრაზენეკას  ვაქცინით მსოფლიოში პირველი  82 წლის ბრიტანელი ბრაიან პინკერი აიცრა. მანამდე პინკერი ოქსფორდის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრში თირკმელების მწვავე უკმარისობით  მოათავსეს.  მეორე ბრიტანელი, რომელსაც ასტრაზენეკას ვაქცინა გაუკეთეს, 88 წლის მუსიკის მასწავლებელი ტრევორ კოვლეტია. 

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტმა ფამაცევტულ კომპანია ასტრაზენეკასთან ერთად შექმნა, გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე გამოყენებისთვის გასულ კვირას დაუშვეს.  დიდმა ბრიტანეთმა ასტრაზენეკას ვაქცინის 100 მილიონი დოზა შეუკვეთა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში