საპროცესო შეთანხმება სამ ბრალდებულთან

04 იანვარი 2021, 17:55 1559 ნახვა

საპროცესო შეთანხმება ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე. 3 ბრალდებულს პროკურატურა კონკრეტული პირობებით გაურიგდა. მათ ძალადობას და ვახტანგ ჩიქოვანისთვის განზრახ მსუბუქი დაზიანებების მიყენებას ედავებიან, სამიდან 2-მა სასამართლოს უკვე ოფიციალურად მიმართა.

საბა გოგშელიძის, ირაკლი წაქაძისა და საბა ჩხარტიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანახმაა დაზარალებული მხარეც.  მათთან პრეტენზია არ აქვს არც შაქარაშვილის ოჯახს. შეეცვლებათ თუ არა ბრალდებულებს სასჯელის ზომა სასმართლომ უნდა გადაწყვიტოს. პროცესი სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში