აბაშაში დაჭრის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს

04 იანვარი 2021, 17:55 1491 ნახვა

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს მამაკაცი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, აბაშაში , სოფელ სამიქაოში, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მაკრატლით დაჭრა კაცი. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკრატელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში