გერმანია კარანტინის ვადებს ახანგრძლივებს

04 იანვარი 2021, 17:12 1071 ნახვა

კარანტინის რეჟიმს 31 იანვრამდე გაახანგრძლივებს გერმანია. გადაწყვეტილება 16-ვე ფედერალური მიწის მთავრობამ ერთხმად მიიღო. ამჟამად მოქმედ რეჟიმს ვადა 16 იანვარს ეწურება.

დახურულია სკოლები, მაღაზიების უმეტესობა, რესტორნები და ბარები.გერმანიის კანცლერი ახალი ზომების შესახებ რეგიონალური მთავრობის წარმომადგენლებთან სამშაბათს იმსჯელებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში