მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 86 მილიონს გადააჭარბა

05 იანვარი 2021, 12:05 987 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 86 მილიონს გადააჭარბა. მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ - 19-ით მილიონ 800 ათასი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 61 მილიონს აჭარბებს.

ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 23 მილიონ 187 ათას 265 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში