COVID-19-ის 2 316 ახალი შემთხვევა, მათ შორის 125 აჭარაში

05 იანვარი 2021, 15:20 797 ნახვა


ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 კოვიდ ინფიცირებული. რაც შეეხება აჭარას, რეგიონში 125 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 120 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ციფრები მიანიშნებს იმაზე, რომ ინფიცირების შემთხვევები გაზრდილია, თუმცა ასევე გაზრდილია აღებული ტესტირების რიცხვიც. დღეს თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ აჭარაში კორონავირუსის ახალი ტალღის აღმოცენების რისკი ნაკლებია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში