ლოს-ანჯელესში კოვიდ-19-თან დაკავშირებით კრიტიკული სიტუაციაა

05 იანვარი 2021, 15:09 595 ნახვა

ლოს-ანჯელესის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს მოუწოდეს  კოვიდ-დაავადებულებს დამატებითი ჟანგბადის მიწოდება შეუზღუდონ და საავადმყოფოებში არ გადაიყვანონ ის პაციენტები, რომლებიც ვერ გადარჩებიან. 

ამის შესახებ გაზეთი ლოს-ანჯელეს თაიმი ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს.  სასწრაფო სამედიცინო დახმარების სააგენტომ ორშაბათს განკარგულება გამოსცა, რომელშიც ნათქვამია, რომ  სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უნდა დაზოგოს ჟანგბადი და იგი მხოლოდ იმ პაციენტებს მიაწოდოს, რომლებსაც 90 პროცენტზე ნაკლები შემცველობა აქვთ. 

მანამდე სააგენტომ სასწრაფო დახმარების ბრიგადებს აუკრძალა საავადმყოფოში ისეთი პაციენტების გადაყვანა, რომლებსაც გადარჩენის შანსები თითქმის არ აქვთ.  საუბარია პაციენტებზე, რომლებსაც გაუჩერდათ გული, სუნთქვისა და მოძრაობის ნიშნების გარეშე,   არ ესინჯებათ პულსი და არტერიალური  წნევა რეანიმირების მცდელობის მიუხედავად.  ლოს-ანჯელესში კორონავირუსთან დაკავშირებით კრიტიკული სიტუაციაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში