იტალიაში შეზღუდვები გაახანგრძლივეს

05 იანვარი 2021, 15:06 860 ნახვა

იტალიამ კორონავირუსის გამო შობის დღესასწაულის პერიოდში დაწესებული შეზღუდვები 15 იანვრამდე გაახანგრძლივა. ქვეყნის მთავრობის ახალი განკარგულების თანახმად, აიკრძალება რეგიონებს შორის მოგზაურობა და გამონაკლისი მხოლოდ ჯანმრთელობასთან ან სამსახურთან დაკავშირებულ გადაადგილებას შეეხება.

მოქალაქეებს უფლება ექნებათ მეგობრები დღეში მხოლოდ ერთხელ მოინახულონ, სტუმრად კი ერთდროულად არაუმეტეს ორი ზრდასრული ადამიანის მიღება დაიშვება. ბარები და რესტორნები დაკეტილი იქნება და მხოლოდ ე.წ. გატანის სერვისით მუშაობის ნებართვა ექნებათ.

საშუალო სკოლები 11 იანვარს გაიხსნება, გაკვეთილებს საკლასო ოთახებში მოსწავლეების 50% -ი დაესწრება, დანარჩენები კი დისტანციურად ისწავლიან. საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები კი, გეგმის მიხედვით, 7 იანვარს გაიხსნება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში