ხანძრის 116 კერა ლიკვიდირებულია

05 იანვარი 2021, 18:09 984 ნახვა

მეხანძრე-მაშველები მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყისა და მინდვრის ხანძრების შესახებ 136 შეტყობინება შევიდა, მათგან 116 ლიკვიდირებულია, 3 ლოკალიზებული, 17-ზე მიმდინარეობს აქტიური სალოკალიზაციო სამუშაოები.

ამ დროისთვის ცეცხლის კერებთან იმყოფება 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 70-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა. არც ერთ შემთხვევაში მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს მინდვრებსა და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან თავი შეიკავონ. უწყებაში ამბობენ, რომ დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი და მშრალი ამინდია, რაც მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში ხელს უშლის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში