კორონავირუსი დაუდასტურდა 23 ქალ პატიმარს

06 იანვარი 2021, 11:36 1346 ნახვა

კორონავირუსი დაუდასტურდა 23 ქალ პატიმარს. თუმცა არც ერთ მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ აქვს, ისინი დაწესებულების საკარანტინო სივრცეში არიან მოთავსებულები და მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ასევე, სხვა პატიმრებისგან იზოლირებულები არიან ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი პატიმრებიც. ვირუსზე ასევე შემოწმდნენ არასრულწლოვანი მსჯავრდებულები, თუმცა არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა კოვიდ 19. ქვეყანაში არსებული ეპიდ სიტუაციიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრების ინტენსიურ ტესტირებას აგრძელებს. უწყების ინფორმაციით, მკაცრად იცავენ წესებს თავად დაწესებულების თანამშრომლები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში