მზადდება ვაქცინის დანერგვის გეგმა, რომლის ფორმალიზაცია, ვფიქრობ, მომდევნო კვირის ბოლომდე მოხდება - გაბუნია

06 იანვარი 2021, 13:30 1242 ნახვა

მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი იმისთვის, რომ ქვეყანამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღოს - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი იმისთვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს, თუნდაც ერთი დოზა, ასე მარტივად ეს ამბავი არ ხდება. რაც შეეხება კანდიდატ ვაქცინებს, დღეს ჩვენ განვიხილავთ სამივე ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობას, ეს არის „ფაიზერის“ ვაქცინა, „მოდერნა“ და „ასტრაზენეკა“. მზადდება ვაქცინის დანერვის გეგმა, რომლის ფორმალიზაცია, ვფიქრობ მომდევნე კვირის ბოლომდე მოხდება და ყველა ის ეტაპი, რომელიც ვაქცინის მისაღებად უნდა გავიაროთ, გეგმის შესაბამისად განხორციელდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, განსაზღვრულია პრიორიტეტული ჯგუფები. პირველი პრიორიტეტი არის ხანდაზმული მოსახლეობა, ამას მოჰყვება სხვა რისკ ჯგუფები.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში