ჯო ბაიდენის ახალ გუნდში ძველი სახეებია

06 იანვარი 2021, 14:52 1070 ნახვა

ამერიკული მედიის თანახმად,  ჯო ბაიდენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეებად ვიქტორია ნულანდისა და ვენდი შერმანის დანიშვნას აპირებს. ვენდი შერმანი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პერიოდში ასევე მუშაობდა სახელმწიფო დეპარტამენტში და ის აქტიურად მონაწილეობდა ირანთან „ბირთვულ შეთანხმებაზე“ მუშაობის პროცესში. ობამას ადმინისტრაციაში ასევე მუშაობდა ვიქტორია ნულანდიც. ის  ევროპისა და ევრაზიის საკითხებში  სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო. ამჯერად ნულანდი სახელმწიფო მდივნის მოადგილედ არის წარდგენილი  პოლიტიკურ საკითხებში.  ვიქტორია ნულანდი და ვენდი შერმანიც მწვავედ აკრიტიკებდნენ დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკას, განსაკუთრებით კი მის ლმობიერ მიდგომას რუსეთის მიმართ.   აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ენტონი ბლინკენი წარადგინა.აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს უნდა გაიმართოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში