რაჭა-ლეჩხუმში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

06 იანვარი 2021, 15:37 1311 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი რაჭის მიმართულებით გაფრინდა და ონჭევი-წოლას ტერიტორიაზე ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთო. 

უწყების ცნობით, რეგიონში აღნიშნული კერის გარდა, დარჩენილია კიდევ  2 კერა: ჩქუმში ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხოლო ლაილაშში გრძელდება ხანძრის ქრობა.

ამ ლოკაციებზე ცეცხლი ქვედა საფარს უკიდია და მეხანძრე-მაშველები ინდივიდუალური სპეცტექნიკით აგრძელებენ სამუშაოებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში