ფეხბურთის ფედერაცია ბიუჯეტიდან თანხას არ მიიღებს - ლევან კობიაშვილი

06 იანვარი 2021, 11:48 2080 ნახვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსება. ამის შესახებ ლევან კობიაშვილმა განაცხადა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, როგორ ყველა სპორტული ფედერაცია საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. პროგრამის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ბიუჯეტიდან 6.7 მილიონ ლარს იღებდა. გასულ წელს კი ფეხბურთის ფედერაციამ 4.2 მილიონი ლარი დახარჯა, დარჩენილი თანხა კი სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით 2021 წელი პირველი წელი იქნება, როდესაც ფედერაცია ბიუჯეტიდან თანხას არ მიიღებს. თუმცა დაფინანსება არ შეუწყდება ფეხბურთის განვითარების ფონდს, რომლითაც საკლუბო ფეხბურთი ფინანსდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში