ნიდერლანდებში მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო

06 იანვარი 2021, 17:18 1059 ნახვა

ნიდერლანდებში პფაიზერ-ბიონტეკის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო. პირველი მოქალაქე ქვეყანაში, რომელსაც აცრა გაუკეთდა, მოხუცთა სახლის თანამშრომელი 39 წლის სანნა ელკადირია.

ნიდერლანდების ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა გუშინ განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე მოხუცთა სახლების 269 ათასამდე თანამშრომლის ვაქცინაცია იგეგმება.

ნიდერლანდების მთავრობას ვაქცინაციის პროგრამის დაგვიანებით დაწყების გამო აკრიტიკებდნენ, ვინაიდან, როგორც ცნობილია, ევროკავშირმა ვაქცინაციის კამპანია 27 დეკემბერს დაიწყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში