მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავს

07 იანვარი 2021, 11:31 1052 ნახვა

ქრისტიანულ სამყაროში შობა უდიდესი დღესასწაულია, მას წინ 40 დღიანი მარხვა უძღოდა, რომელიც სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ დასრულდა. შობის ღამეს პატრიარქის კურთხევით ფანჯრებთან სანთლებს ანთებენ, რაც სიმბოლურად მაცხოვრის დაბადების სიმბოლოა. წელს საზეიმო ღვთისმსახურება გამორჩეული იყო, რადგან, მრევლს კოვიდ რეგულაციების დაცვით მოუწიათ ლიტურგიაზე დასწრება, საშობაო წირვა პირბადეებით და დისტანციის დაცვით გაიმართა. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო წირვა 23 საათსა 45 წუთზე დაიწყო. ღამის ლიტურღია ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ აღავლინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში