საშობაო ეპისტოლე დღეს წერილობით უნდა გამოქვეყნდეს

07 იანვარი 2021, 11:32 929 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე დღეს გამოქვეყნდება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ეპისტოლე ღამის ლიტურღიის დროს არ წაიკითხეს. სამების საკათედრო ტაძარში ღამით საშობაო ლიტურგია გაიმართა. საზეიმო ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ჩაატარა. პატრიარქმა სადღესასწაულო წირვის შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილებს მიმართა და დალოცა. საშობაო ლიტურგიაზე მეუფე დანიელმა იოანე ოქროპირის საშობაო სიტყვა წაიკითხა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში