ვაშინგტონში არეულობებმა 4 ადამიანი იმსხვერპლა

07 იანვარი 2021, 11:45 1364 ნახვა

ვაშინგტონის ხელისუფლებამ კონგრესის შენობასთან საპროტესტო გამოსვლების დროს 4 ადამიანის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა.  ამის შესახებ პრეს კონფერენციაზე დედაქალაქის პოლიციის უფროსმა რობერტ კონტიმ განაცხადა. მან ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობების შედეგად  ერთი ქალის დაღუპვის ფაქტი  დაადასტურა  და დააკონკრეტა, რომ  სროლა დედაქალაქის პოლიციის თანამშრომელმა განახორციელა. კონტიმ დანარჩენ სამ გარდაცვლილზეც ისაუბრა, თუმცა მათი დაღუპვის კონკრეტული მიზეზები არ დაუსახელებია.  პოლიციის უფროსის მონაცემებით, დემონსტრაციის დროს დაშავდა 14 პოლიციელი,  მათგან ორი ჰოსპიტალიზებულია. ვაშინგტონის მერმა ტრამპის მხარდამჭერთა დემონსტრაციაზე სიტუაციის გამწვავების გამო ოთხშაბათს ადგილობრივი დროით 18 საათიდან დედაქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 15 დღით, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე გაახანგრძლივა. დედაქალაქის პოლიციის უფროსის განცხადებით, კომენდანტის საათის რეჟიმის დარღვევის გამო  პოლიციამ 52 ადამიანი დააკავა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში