ბათუმში, რამდენიმე ქუჩაზე, ხვალ წყლის მიწოდება შეწყდება

07 იანვარი 2021, 12:01 7323 ნახვა

''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, ხვალ, 8 იანვარს 21:00 საათიდან 9 იანვრის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ეგნატე ნინოშვილის ქუჩას, შოთა რუსთაველის ქუჩას, დავით კლდიაშვილის ქუჩას, ზურაბ გორგილაძის ქუჩას, ხარიტონ ახვლედიანის ქუჩას, ფარნავაზ მეფის ქუჩას, ვახტანგ გორგასალის ქუჩას, ილია ჭავჭავაძის ქუჩას, ლუკა ასათიანის ქუჩას, ვაჟა ფშაველას ქუჩას, 26 მაისის ქუჩას, პეტრე მელიქიშვილის ქუჩას, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩას, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩას, მეტაქსას ქუჩას, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩას, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩას, ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩას, ვახტანგ გორგასალის ჩიხსა და მურად ხინიკაძის ქუჩას.

მიზეზი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

''წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით'' - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში