საშობაო ეპისტოლე ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა

07 იანვარი 2021, 14:41 1024 ნახვა

ილია მეორის საშობაო ეპისტოლე ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა.  პირველად ქართული ეკლესიის უახლეს ისტორიაში, საშობაო ეპისტოლე შობის ღამის ლიტურღიის დროს არ წაუკითხავთ. იმის მიუხედავად, რომ წინასწარ დაანონსებული იყო, მრევლი პატრიარქის წერილს მსახურების დროს გაეცნობოდა. მოგვიანებით ითქვა, რომ საშობაო ეპისტოლე საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელდებოდა. ცოტა ხნის წინ არქიმანდრიტმა გიორგი გურჩიანმა  საშობაო ეპისტოლეს გამოქვეყნების დაგვიანების მიზეზი ტექნიკური ხარვეზით ახსნა. განაცხადა, რომ  ტექნიკური ხარვეზი იყო, საშობაო ეპისტოლე იბეჭდება და მალე გამოქვეყნდება. სამების საკათედრო ტაძარში ღამით საშობაო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ჩაატარა. ილია მეორემ სადღესასწაულო წირვის შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილებს მიმართა და დალოცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში