ტყის და მინდვრის ხანძარი 7 ლოკაციაზე ფიქსირდება​

08 იანვარი 2021, 11:17 976 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 500 მეხანძრე-მაშველი 7 ლოკაციაზე განაგრძობს ცეცხლის ქრობის სამუშაოებს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ტყისა და მინდვრის ხანძრების შედეგად კი არავინ დაშავებულა.

არსებული 7 კერიდან სამი კერა ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი დარჩენლია, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში და შიდა ქართლში. შვიდი კერიდან 4 სამეგრელოშია, მათ შორის ერთი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, სამზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

2 კერაა წალენჯიხაში, სოფელ სქურში, ერთი სფელ ფახულანში და ერთიც მარტვილში, სოფელ დობარაზენში.

2 კერაა დარჩენილი რაჭა-ლეჩხუმში, მათ შორის ერთი ლოკალიზებული. ონში რჩება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ქრობის სამუშაოებში.

ხანძარი ლოკალიზებულია ასევე შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში