აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება

08 იანვარი 2021, 11:45 776 ნახვა

ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაცია 20 იანვარს ჩატარდება, ახლა ჩემი ყურადღება ძალაუფლების შეუფერხებლად გადაცემის უზრუნველყოფაზეა გამახვილებული- აცხადებს  აშშ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ტრამპმა ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხდარით აღშფოთებულია. მისივე თქმით,  შეერთებული შტატები იყო და ყოველთვის უნდა იყოს კანონისა და წესრიგის ქვეყანა. კაპიტოლიუმში შეჭრილმა დემონსტრანტებმა შებღალეს ამერიკული დემოკრატიის ადგილსამყოფელი. მივმართავ მათ, ვინც ძალადობასა და ნგრევაში მონაწილეობდა : თქვენ არ წარმოადგენთ ჩვენს ქვეყანას და მათ, ვინც კანონი დაარღვია: თქვენ ამისთვის გაზღვევინებენ,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში