მედიაკონკურსი

25 ოქტომბერი 2016, 00:00 3071 ნახვა

"ადამი მედია პრიზი კულტურული მრავალფეროვნებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში" - ამ სახელწოდების   საერთაშორისო მედია  კონკურსში მონაწილეებს სპეციალური ჟიური არჩევს.  შერჩევის პროცესი ბათუმში მიმდინარეობს. მასში   6  ქვეყნის მედია ორგანიზაცია მონაწილეობს. სულ 200  ნაშრომია წარმოდგენილი და გამორჩეულ ფილმების სატელევიზიო და ონლაინ პროგრამების ავტორებს,  რომლებიც პოპულარიზაციას უწევენ კულტურულ მრავალფეროვნებასა და ინტერკულტურულ დიალოგს, პრიზები სხვადასხვა ნომინაციაში გადაეცემათ.  კონკურსი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ბათუმის მერიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  საინფორმაციო მხარდაჭერით იმართება. გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონიალი 24  ნოემბერს კიევში გაიმართება.

ამავე კატეგორიაში