კაპიტოლიუმის პოლიციამ უარი თქვა პენტაგონისა და იუსტიციის სამინისტროს დახმარებაზე

08 იანვარი 2021, 14:46 1379 ნახვა

კაპიტოლიუმის პოლიციამ, კონგრესში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცების  წინ, უარი თქვა პენტაგონის და იუსტიციის სამინისტროს დახმარებაზე შესაძლო არეულობების აღსაკვეთად. ამის შესახებ სააგენტო ასოშეიტედ პრესი იუწყება.  სააგენტოს მონაცემებით,  არეულობებამდე სამი დღით  ადრე  პენტაგონმა კაპიტოლიუმს ეროვნული გვარდიის დახმარება შესთავაზა. როცა არეულობა დაიწყო, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობამ პოლიციას  გამოძიების  ფედერალური  სამმართველოს აგენტების დახმარება შესთავაზა. ორივე შემთხვევაში კაპიტოლიუმის პოლიციამ ფედერალური დახმარება არ მიიღო. მას იმედი ჰქონდა, რომ დემონტრაცია მშვიდობიანი იქნებოდა.  მომხდარი არეულობის შემდეგ, რომელმაც  5  ადამიანი იმსხვერპლა,  კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გადადგა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში