გამოძიება არეულობებში ტრამპის როლს შეისწავლის

08 იანვარი 2021, 14:47 1386 ნახვა

აშშ-ის მოქმედ  პრეზიდენტ  დონალდ ტრამპთან მიმართებაში შესაძლოა გამოძიება დაიწყოს არეულობებში მისი როლის დასადგენად. ქვეყნის ფედერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის მაიკ შერვინის განცხადებით, თუ მოხერხდება მტკიცებულებების შეგროვება იმასთან დაკავშირებით, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, მაშინ ბრალდებას წაუყენებენ. დემოკრატი კონგრესმენები მომხდარზე პასუხისმგებლობას  პირადად დონალდ ტრამპს აკისრებენ. მათი აზრით,  პრეზიდენტი მხარდამჭერებს ძალადობისკენ აქეზებდა. ვაშინგტონში არეულობების დროს 60-მდე ადამიანი დაშავდა. კაპიტოლიუმის შტურმის დროს  სხეულის სხვადასხვა დაზიანებები 50-მდე პოლიციელმა მიიღო, რამდენიმე სერიოზული ტრავმებით ჰოსპიტალიზებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში