დაბა ბაკურიანსა და მესტიაში, კურორტ გუდაურსა და გოდერძიზე არსებულ სასტუმროებს საშემოსავლო გადასახადი გადაუვადდებათ 

08 იანვარი 2021, 17:48 1425 ნახვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, დაბა ბაკურიანისა და  მესტიას, კურორტ გუდაურსა და  გოდერძიზე განლაგებულ სასტუმროებს საურავის დარიცხვის გარეშე გადაუვადდათ 2020 წლის ნოემბრის და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადი 2021 წლის პირელ ივლისამდე. 

''საგადასახადო კოდექსში ცვლილებების თანახმად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ გოდერძიზე და მესტიის  მუნიციპალიტეტის დაბაში განლაგებულ საურავის დარიცხვის გარეშე გადაუვადდებათ 2020 წლის ნოემბრისა და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადი, 2021 წლის პირველ ივლისამდე. 

რატომ ეს მუნიციპალიტეტები და სოფლები? როგორც იცით ამ საკურორტო ზონებში შევზღუდეთ მუშაობა, სხვაგან ეს შეზღუდვები არ მოქმედებს. ამიტომ პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით მოხდა იმ ტურისტული ზამთრის კურორტების გამოყოფა და იქ შეიზღუდა საქმიანობა. შესაბამისად გადასახადებს გადავუვადებთ. დაახლოებით 100 კომპანია იქნება ამის ბენეფიციარი'' - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში