ნოვოსიბრისკის ოპერისა და ბალეტის თეატრი ნინო ანანიაშვილს კონტრაქტს უჩერებს

09 იანვარი 2021, 15:23 994 ნახვა

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ქართველ პრიმა-ბალერინა, ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი შეაჩერეს. მათივე განცხადებით, რიგ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილი საბალეტო დასის ხელმძღვანელად ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრშია მიწვეული.

თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე — დასის უპატივცემლობის უკიდურესი გამოვლინებაა.მათივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას იანვრის შუა რიცხვებში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვლადიმერ კეხმანისა და ნინა ანანიაშვილის შეხვედრის შემდეგ მიიღებენ.

6 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის საბალეტო დასს უხელმძღვანელებდა. ანანიაშვილი გადაწყვეტილებას პანდემიის გამო შექმნილი ფინანსური მდგომარეობით ხსნიდა. ის აცხადებდა, რომ რუსულთან ერთად ქართულ დასსაც უხელმძღვანელებდა და მსგავსი თანამშრომლობა ბალეტის სფეროში "ჩვეულებრივი რამ არის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში