ირანი კორონავირუსის ვაქცინაზე უარს ამბობს

09 იანვარი 2021, 20:25 772 ნახვა

ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ კი განაცხადა, რომ უცხოურ კომპანიებს ნებას არ მისცემს  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ირანელ ხალხზე გამოსცადონ. მისი თქმით, ირანელი ხალხი ვაქცინების მწარმოებელი კომპანიებისთვის „საცდელი მოწყობილობა“ არ გახდება და ისინი უსაფრთხო უცხოურ ვაქცინებს შეიძენენ.

ცნობისთვის, გუშინ ირანის უზენაესმა ლიდერმა განაცხადა, რომ მან ქვეყნის მთავრობას შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების იმპორტის აკრძალვა დაავალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში