მსოფლიოს კორონავირუსით თითქმის 2 მილიონი გარდაცვლილი ჰყავს 

09 იანვარი 2021, 20:20 843 ნახვა

კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 89 მილიონს გადააჭარბა. Worldometer​-ის ინფორმაციით ბოლო 24  საათში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რუსეთში, გარდაცვალების კი მექსიკაში ფიქსირდება. დღე ღამეში რუსეთში კორონავირუსი 23 309 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 470 პაციენტი. მექსიკაში კი კოვიდ 19-ს , 1 038  პაციენტი ემსხვერპლა, დაინფიცირდა  14 362.

საერთო მონაცემების მიხედვით კი კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ია გამოვლენილი, მას მოსდევს ინდოეთი, შემდეგ კი ბრაზილია. მეოთხე ადგილს რუსეთი იკავებს. ამ დროის მონაცემებით მსოფლიო რუკაზე საქართველო 21-ე პოზიციაზეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში