ბათუმის "დინამო" პოლონელი მეკარით ძლიერდება

10 იანვარი 2021, 09:46 1240 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონი ბათუმის "დინამო" მეკარის პოზიციას აძლიერებს. ბათუმურ კლუბს 24 წლის პოლონელი კარის დარაჯი კამილ მიაზეკი შეუერთდება.

მიაზეკმა საფეხბურთო კარიერა ნიდერლანდულ "ფეინოორდში" დაიწყო და ამ გუნდის ყველა ასაკობრივ შემადგენლობაში ითამაშა, ამის შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა, ბოლოს ინგლისისს მიაშურა და "ლიდსი იუნაიტედში" ირიცხებოდა.

24 წლის მეკარე სხვადასხვა დროს პოლონეთის რამდენიმე ასაკობრივი ნაკრებებშიც ირიცხებოდა.


ბათუმის "დინამომ" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში: ოლექსანდრ აზაცკი, ვამარა სანოგო, რაფაელ ჩუკვურა, გიორგი ზარია, გრიგოლ ჩაბრაძე, სანდრო ალთუნაშვილი და გიორგი ფანცულაია დაიმატა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში