საქართველოში ხანძრის რამდენიმე კერაა

10 იანვარი 2021, 12:13 931 ნახვა

ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარს ისევ ებრძვიან,. ცეცხლი უკიდია ტყის მასივს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით მასშტაბური ხანძარი სოხუმს უახლოვდება. რამდენიმე ახალი კერა გაჩნდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე თუმცა ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობა არ ცხადდება.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური  ბუნებაში გაჩენილი ხანძრების ჩასაქრობად უწყვეტ რეჟიმში  მუშაობს. მეხანძრე-მაშველებმა  ღამის განმავლობაში, ტყისა და მინდვრის რამდენიმე კერა  ჩააქრეს. მათივე ინფორმაციით ღამის განმავლობაში გაჩნდა  ახალი კერა, გურიაში, მამათში, სამცხე-ჯავახეთში, ასპინძაში. გურიასა და ასპინძაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ერთი კერაა დარჩენილი სამეგრელოში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში