პატრიარქს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა - პასუხი უარყოფითია

10 იანვარი 2021, 15:10 1274 ნახვა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. აქამდე საპატრიარქო ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ილია მეორესთვის კოვიდ 19-ზე ტესტის ჩატარება არ იგეგმებოდა, დღე კი ცნობილი გახდა რომ ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით იზოლაციაში მხოლოდ პატრიარქის მდივან-რეფერატი შორენა თეთრუაშვილი რჩება, რომლსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და რომელიც მანამდე ილია მეორეს იუბილეზე იმყოფებოდა. სწორედ ამ მიზნით ჩაუტარდათ საპატრიარქოში 55 ადამიანს კორონავირუსზე ტესტი, რომელთა  პასუხებიც უარყოფითია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში