ხარაგაულში კაცის სასიკვდილოდ დაჭრაში ბრალდებული მეზობელია

10 იანვარი 2021, 15:00 1000 ნახვა

განზრახ მკვლელობის ბრალდებით ხარაგაულში 1990 წელს დაბადებული დააკავეს. შსს ცნობით ბრალდებულმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელს - 1963 წელს დაბადებულს  ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაკავებული დანაშაულს აღიარებს  გამოძიება კი განზრახ მკვლელობის ფაქტზე  მიმდინარეობს რაც 7-⁠ დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში