შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდა 

11 იანვარი 2021, 13:15 4202 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდა. მათ შორის არის სავაჭრო ობიექტების გახსნა და შეზღუდვა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ამ პერიოდის განმავლობაში კონსულტაციები გაიმართება. 

''ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე შევინარჩუნოთ წერტილოვანი შეზღუდვების ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს. ამოცანა არის, რომ პირველ თებერვლამდე დარჩენილი ორი სამი კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესთან და მოვემზადოთ პირველი თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის. ჩვენ  ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ბიზნესის წარმომადგენლებს, დღესაც, ხვალაც გვაქვს შეხვედრები არასასურსათო ვაჭრობასთან, ასევე ბაზრობების წარმომადგენლებთან. 

ამ დროში უნდა ვიმსჯელოთ მათთან და დავრწმუნდეთ, რომ ყველა სტანდარტი იქნება დაცული.  სხვათა შორის ახალი წლების წინა პერიოდმა გვიჩვენა, რომ ვაჭრობის ინდუსტრია დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ სტანდარტებს. შეიძლება დამატებითი მოთხოვნები იყოს და ჩვენ მათთან შევჯერდებით ამ საკითხზე. ეს ყველაფერი მოასწავებს უფრო უსაფრთხო გახსნის პერიოდს, იმედის გვაქვს ეს თებერვლიდან დაიწყება'' - განაცხადა ნათია თურნავამ. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში