ბიძინა ივანიშვილი არის დიდი პოლიტიკოსი და იმავდროულად დიდი ქველმოქმედი - თურნავა

11 იანვარი 2021, 13:30 910 ნახვა

''ბიძინა ივანიშვილი არის დიდი პოლიტიკოსი და ქველმოქმედი, დღევანდელი მისი განცხადებით კი ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა'' - ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარის პოლიტიკიდან წასვლას. 

''მისი პოლიტიკაში მოსვლის და პოლიტიკიდან წასვლის პროცესი იყო პოლიტიკური ქველმოქმედების აქტი. ის მოვიდა პოლიტიკაში იმ დროს, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა, ქართულ საზოგადოებას სწყუროდა ცვლილება. მან და ''ქართულმა ოცნებამ'' მოიტანა ცვლილებები და დიქტატორული რეჟიმი ჩამოაცილა მმართველობით სადავეებს და ამ წლების განმავლობაში დაამკვიდრა, პრაქტიკულად ახალი მმართველობითი დემოკრატიული სტანდარტი, რომელიც ადამიანის უფლებებზე და თავისუფლებაზე არის ორიენტირებული.

დღეს როდესაც საქართველოს მოსახლეობამ მესამედ ნდობის მანდატი მიანიჭა ისევ ქართულ ოცნებას ბატონი ბიძინა მიდის პოლიტიკიდან და ამით ადასტურებს, რომ მისი მთავარი სწრაფვა ძალაუფლების მოხვეჭა კი არ იყო, არამედ ის რომ შექმნა სტაბილური გარანტიები იმისა, რომ რევანში შეუძლებელია. საქართველოს საზოგადოება არის საკმაოდ მომწიფებული იმისთვის, რომ დემოკრატიული და სტაბილური გზით იაროს, არ დაუჭიროს მხარი ამბოხს, პროვოკაციას და რევოლუციას. ეს არის ძალიან დასაფასებელი და იშვიათი პრეცედენტია მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში'' - განაცხადა თურნავამ 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში