ქალთა პენიტენციური დაწესებულების გარდა ვირუსის შემთხვევები სხვა ციხეებში არ ყოფილა - იუსტიციის მინისტრი 

11 იანვარი 2021, 13:47 928 ნახვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის მართვის პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს. გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით პისიარ ტესტირება ჩატარებულია 4 დაწესებულებაში. ქალთა პენიტენციური დაწესებულების გარდა ვირუსის შემთხვევები არსად დაფიქსირებულა. 

''სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვირუსი კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ დავიწყეთ ყველა დაწესებულების ინტენსიური ტესტირება. ინფიცირებული პატიმრების გამოვლენა, იზოლირება და მკურნალობა და ამას აქვს სისტემური ხასიათი და ახლაც გრძელდება. 

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გეგუთი დაიცალა,  გეგუთში ეპიდემია მძვინვარებს, გამოჩნდა რეალური სურათი რაც გვაქვს, რასაც სულ გატყობინებთ. გეგუთში 763 ტესტიდან ყველა უარყოფითია, სამოქალაქო კლინიკაში covid-19  4 პატიმარს დაუდასტურდა'' - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ინტენსიური ტესტირება გრძელდება №2 ქუთაისის დაწესებულებაში, სადაც ბრალდებულ-მსჯავრდებულებს PCR ტესტირება უტარდებათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში