ცოტა კიდევ გავუძლოთ, გავახანგრძლივოთ შეზღუდვები, რომ გადავურჩეთ მესამე ტალღას - პაატა იმნაძე 

11 იანვარი 2021, 14:20 1459 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, ხარვეზებით, მაგრამ მსოფლიოსი 100 000 მოსახლეზე ყველაზე მაღალ ავადობას გაუძლო.

პაატა იმნაძის თქმით, ვირუსის გავრცელების მესამე ტალღა რომ არ დაიწყოს, საბჭომ შეზღუდვების გახანგრძლივება გადაწყვიტა. 

''სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ  ბევრმა ჩვენზე გაცილებით მდიდარმა ქვეყანამ ვერ გაუძლო ეპიდემიის მესამე ტალღას. აქედან გამომდინარე, ჩვენ რომ არ გვინდა, იყოს მესამე ტალღას რასაც ეძახიან, ამიტომაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ცოტა კიდევ გავუძლოთ, გავახანგრძლივოთ შეზღუდვები, რომ გვქონდეს იმის გარანტია,  რომ მესამე ტალღას, ასე ვთქვათ, გავუძვრებით და ჩვენი გახსნების შედეგად ქვეყანაში სიტუაცია არ დამძიმდება. ამასობაში, წამოგვეწევა ვაქცინაციაც, სითბოც და ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, გაცილებით მშვიდად მივიდეთ ზაფხულის პერიოდამდე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში