პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

11 იანვარი 2021, 18:03 1065 ნახვა

83 ხმით, მესამე მოსმენით პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი დაამტკიცა. ამნისტია უნდა აღსრულდეს კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში. კანონპროექტის მიხედვით, იანვრის ბოლომდე ციხე დახლოებით 1 500-მდე პატიმარმა უნდა დატოვოს. ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ამნისტიის კანონპროექტი დაბალანსებულია და როგორც საზოგადოების, ასევე მსჯავრდებულების ინტერესებსაც ითვალისწინებს.

თავდაპირველად ამნისტია 2 500-ს მსჯავრდებულს ეხებოდა, საბოლოო შედეგის მიხედვით კი შეღავათი 10 000-ზე მეტ ადამიანს შეეხება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში