ბათუმში კოვიდიფიცირებული მოქალაქე დააჯარიმეს, რომელმაც იზოლაციის წესი დაარღვია და ქუჩაში გადაადგილდებოდა - შსს

12 იანვარი 2021, 10:06 3851 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააჯარიმეს. 

ტ.ტ.-ს, 4 იანვარს ჩატარებული ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც სპეციალისტებმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია გასცეს. 

სამართალდამცველებმა კოვიდინფიცირებული პირი, იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც იგი ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე ავტომობილით გადაადგილდებოდა.

''პოლიციამ კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, 2000 ლარით. დაჯარიმების შემდეგ, იგი ბათუმში, კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს'' - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში