საქართველოში კორონავირუსის 1 857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი 

12 იანვარი 2021, 11:00 1257 ნახვა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 1857 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 993 პირი, ხოლო 24 პაციენტი გარდაიცვალა. 

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 795 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 934 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 861 PCR ტესტით.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 754 შემთხვევა, აჭარა-97, იმერეთი-334, ქვემო ქართლი-143, შიდა ქართლი-113, გურია-30, სამეგრელო-ზემო სვანეთი-158, კახეთი-147, მცხეთა-მთიანეთი-41, სამცხე-ჯავახეთი-29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 583, საიდანაც: 3 879 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 811, აჭარაში-357, იმერეთში-760. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 817 პირი, მათ შორის, თბილისში-377, აჭარაში-69, იმერეთში-183. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 254 პირი, მათგან თბილისში-165, აჭარაში-11, იმერეთში-26. 569 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 208-თბილისში, 295-აჭარაში, 27-იმერეთში. 7 135 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში