მაშველებმა იავის ზღვაში ''შავი ყუთი'' იპოვეს

12 იანვარი 2021, 17:07 1238 ნახვა

მაშველებმა ინდონეზიაში, იავის ზღვაში ჩავარდნილი სამგზავრო თვითმფრინავიდან შავი ყუთი ამოიღეს. ჩამწერი მოწყობილობა ჯაკარტის ნავსადგურში გადაიტანეს. ბოინგი, რომლის ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა, ჯაკარტის ჩრდილოეთით ზღვაში ჩავარდა. კატასტროფის პირველი მსხვერპლის იდენტიფიცირება პოლიციამ 11 იანვარს თითის ანაბეჭდების საშუალებით შეძლო.

სამძებრო-სამაშველო სააგენტოს პრეს-სპიკერის თქმით, მათი პრიორიტეტი ახლა ავიაკატასტროფის მსხვერპლთა პოვნაა. 

9 იანვარს ინდონეზიური ავიაკომპანიის კუთვნილი ბოინგი  ჯაკარტის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ რადარებიდან მალევე გაუჩინარდა. თვითმფრინავი ინდონეზიის ქალაქ პონტიანაკში ასრულებდა რეისს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში