N2 დაწესებულებაში ჩატარებული 883 ტესტიდან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა დადებითი -  პენიტენციური სამსახური

13 იანვარი 2021, 10:40 1259 ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ინტენსიური PSR ტესტირების ფარგლებში N2 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული 883 ტესტიდან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა დადებითი.

უწყების ცნობით, ინფიცირებული პირი სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა სტაბილურია.  მასთან კონტაქტში მყოფი ოთხივე თანამესაკნე იმყოფება იზოლაციაში და მათ ორ კვირაში განმეორებით ჩაუტარდებათ PCR ტესტირება.

''რაც შეეხება დაწესებულების თანამშრომლებს, სამუშაო ადგილზე ისინი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (პირბადე, ბახილები, ხელთათმანები და ა.შ.) არიან აღჭურვილები და კვირაში ერთხელ გადიან PCR ტესტირებას, ხოლო შუალედში ყოველ 72 საათში ერთხელ სწრაფი ანტიგენის ტესტით მოწმდებიან. ამასთან, დაწესებულების თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმში დაწესებულებაში შესვლამდეც გადიან PCR ტესტირებას.  
სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს პატიმრების ინტენსიურ PCR ტესტირებას, რომელიც ყველა დაწესებულებაში ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება და ტესტირების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვირუსის ცალკეული შემთხვევების აღმოჩენის მიუხედავად, ვითარება პენიტენციურ სისტემაში სრულად ექვემდებარება კონტროლს'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში