საქართველოში კორონავირუსის 1 618 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 26 პაციენტი გარდაიცვალა

13 იანვარი 2021, 11:03 1103 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 1 618 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 403 პირი, ხოლო 26 პაციენტი  გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 438 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 774, პისიარტესტით – 8 664.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 243 255 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 227 611 გამოჯანმრთელდა, 2 846 კი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 750 შემთხვევა, აჭარა - 94, იმერეთი - 234, ქვემო ქართლი - 94, შიდა ქართლი - 103, გურია - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 126, კახეთი - 102, მცხეთა-მთიანეთი - 44, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 772, საიდანაც: 3 873 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 788, აჭარაში - 350, იმერეთში - 768. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 816 პირი, მათ შორის, თბილისში - 370, აჭარაში - 68, იმერეთში - 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 242 პირი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 7, იმერეთში - 26. 579 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 218 - თბილისში, 295 - აჭარაში, 27 - იმერეთში. 8 320 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში