აჭარაში კორონავირუსის 94 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

13 იანვარი 2021, 11:08 1243 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 94 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 132 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  დღემდე რეგიონში covid-19 33 053 მოქალაქემ დაამარცხა. 

კლინიკა დატოვა 45-მა პაციენტმა. ამ ეტაპზე კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 8 ადამიანი. 

რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში მკურნალობს 352 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 314, ხოლო ონლაინ კლინიკაში  636 პირი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში