მათე ცინცაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

13 იანვარი 2021, 11:29 1488 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონის ბათუმის ''დინამოს'' შემადგენლობა ნახევარმცველმა მათე ცინცაძემ დატოვა.

26 წლის ფეხბურთელს ბათუმურ კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა. ცინცაძემ ''დინამოში'' ერთი სეზონი გაატარა და 9 შეხვედრაში 1 გოლის გატანა შეძლო.  

ბათუმის ''დინამო'' 8 ფეხბურთელმა:  მათე ცინცაძემ, ლაშა შერგელაშვილმა, გოთფრი ობოაბონამ, იჰორ ლიტოვჩენკომ, კიჭი მელიავამ,  ვაჟა ფაცაციამ და რეინალდომ დატოვა, ლადო თავლიშვილმა კი საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში