ტატო გრიგალაშვილი დოჰას მასტერსის გამარჯვებულია

13 იანვარი 2021, 11:46 895 ნახვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ტატო გრიგალაშვილმა 81კგ წონით კატეგორიაში დოჰას მასტერსზე ოქროს მედალი მოიპოვა - მან 5 მეტოქე დაამარცხა და საქართველოს პირველი ოქრო მოუპოვა. ტატომ ფინალში ნიდერლანდელი ფრენკ დე ვიტს ჯერ ვაზარი აუღო, რის შემდეგაც მეტოქე მტკივნეულზე დაიჭირა და გამარჯვება იზეიმა.  მიმდინარე ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად ორი ქართველი ძიუდოისტი იბრძოდა, თუმცა  ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ  ტურნირი ადრეულ ეტაპზე დაასრულეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ 66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. დღეს ტურნირის დასკვნით ეტაპზე  ჩვენი ქვეყნისთვის მედლების მოპოვებას ექვსი ქართველი ძიუდოისტი შეეცდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში